დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ეს არის სირცხვილი და ნაცსექტისათვის მთავარი მორალური განაჩენი! - დავით ქართველიშვილი 23.04.2021 16:19

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მისაღებია ევროპარლამენტარების ნიკა მელიასთვის თავდებად ჩადგომის ინიციატივა" - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა და ამას ლამის დიდგორზე გამარჯვებად აფასებს. ეს გამარჯვება კი არა - დიდი სირცხვილია და აი, რატომ.


სასამართლო განაჩენამდე ნიკანორ მელიას პირად თავდებში აყვანა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც აღმკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი არასაპატიმრო ფორმა.


პირადი თავდებობა ითვალისწინებს ნდობით აღჭურვილი პირის მიერ წერილობით დასტურს, რომ იგი პირადად აგებს პასუხს ბრალდებულის მიერ სასამართლოს წინაშე დროულ წარდგენაზე და იმაზე, რომ ბრალდებული ხელს არ შეუშლის მის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.


რა უხარია ნაცმოძრაობას და თინათინ ბოკუჩავას? რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი "ნდობით აღჭურვილი" პირი, რომელიც ნიკანორ მელიას მიერ საკნის დატოვებას პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ აიყვანდა?


არც ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა მელიას მიერ კანონით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე - მით უმეტეს, მის მიერ სამაჯურის დემონსტრაციული გადაგდებისა და გირაოს პრინციპული არგადახდის შემდეგ?


და მთავარი! ქვეყნის შიგნით არ მოიძებნა არც ერთი მეტნაკლებად პატიოსანი ცნობადი ადამიანი, რომელიც გარისკავდა თავისი რეპუტაციით მელიას თავდებობის გამო, ან სასამართლო მას "ნდობით აღჭურვილ" პირად ჩათვლიდა! ეს არის სირცხვილიც და ნაცსექტისათვის მთავარი მორალური განაჩენი!


ასეთი ადამიანი საქართველოსთან ათასი კილომეტრის რადიუსში ვერ მოიძებნა, ამიტომაც ეძებენ მას ევროპის შუაგულში. და ისიც, ეძებენ არა ნაცები - რომლებიც საკუთარ პოტენციურ "მსხვერპლებს" თავისი ბელადის პირით, სულ "ამორალური იდიოტები" უძახეს - არამედ ამ მხვრივ შედარებით "სუფთა" ლელოელები...."- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ