დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და ხელმოწერა გათამაშებული სპექტაკლია - გიორგი ცუცქირიძე 23.04.2021 17:26

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ტროას ცხენები


ევროამერიკული მედიაციის მხარდაჭერილ დოკუმენტზე ხელმოწერა ჯერ შემშრალი არ იყო, რომ ლელომ დოკუმენტის რევიზია შემოგვთავაზა. იმავე დღეს მელიას ციხეში მონახულების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ სიტუაცია, რომ შემთხვევით-არ აჭრა, უკვე ცხადი ხდება.

 

უპირობოდ და ყოველგვარი გირაოს გარეშე მოითხოვა ამნისტიის კანონამდე, მისი დაუყონებლივი განთავისუფლება პროკურატურის მიერ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლით, თუნდაც ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით და ფაქტიურად წინა დღეს გაკეთებულ მიხეილ სააკაშვილის კომენტარები ატრიალა ციხის კარებთანვე, ოპომედიის ფართო გაშუქებით.


ბადრი ჯაფარიძის ციხეში მელიას სანახავად შესვლა ევროპაში ვიზიტამდე შემთხვევითი, რომ არ იყო უკვე ბრიუსელიდან ბატონი ხაზარაძის სატელევიზიო ჩართვებმაც ცხადად აჩვენა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტის წამყვან საკითხად სწორედ ეს თემა დაასახელა.


გათვლა კი კეთდება ხელმოწერილი დოკუმენტის რევიზიაზე, რომ მისი პროფანირებით, ჩაშალონ მიღწეული შეთანხმება და თან ისე, რომ ეს ოცნებას დაბრალდეს და ამით ევროპული და საერთაშორისო მხარდაჭერაც დაკარგოს.


ერთ რამესაც დავაკვირდეთ, ბატონი ბოკერიაც ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის მთავარ არგუმენტად, ვადამდელი არჩევნების ბუნდოვანებას ასახელებს, რის გარეშეც მისივე მრავალჯერადი დუბლირებითვე, ეს დოკუმენტი პოლიტიკურ კრიზის მხოლოდ დროებით თუ განმუხტავს, მაგრამ ვერ დაასრულებს.


უკვე ჩანს, ჯერ ამნისტიის კანონს ისეთ სახეს მისცემენ, ოცნება უბრალოდ ჩააგდებს, რადგან თუ მიიღებს, საკუთარ თავს დააზარალებს მხოლოდ.


დარწმუნებული ვარ, ამათი პარლამენტში შესვლა და ხელმოწერა არის გათამაშებული სპექტაკლი თავიდან ბოლომდე, ოცნების მოსადუნებლად და წამოსაკიდებლად.


ეს არის ტროას ცხენი, მთლიანად დაკიდებული ერთ ვერტიკალზე და არ უნდა მოვტყუვდეთ, როგორც მელიაა ფსევდო გმირი, ისევეა მთელი ეს საფანჩატურეთი, სააკაშვილის აქაური ლეგიონი, რეალურად კი ერთი დიდი კრიმინალური კლასტერია, რომლის ამოცანაც მათივე საყვარელი ტერმინი, რომ ვიხმაროთ ხელისუფლების მიტაცებაა ნებისმიერი გზით და საშუალებით.


იმედია, ოცნება ამ ბლეფს არ წამოეგება. ექვსთვიანი საბოტაჟირებული ბოიკოტით დასკვნების გამოტანა თავისუფლად შეიძლება. დრო ამ ავაზაკებზე ნამდვილად არ მუშაობს, ამათი პროდასავლურობაც საპნის ბუშტივით გაქრა, არც ანტიდასავლური ღია გამოხტომებია შემთხვევითი და არც ევროკავშირი გაიმასხარავებს თავს, ბოლო ბოლო პრესტიჟის საკითხია.


დრო, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის აუცილებლობას კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რაც ახალი მოთამაშეების შემოსვლით და ამ დეგრადირებული ანტიდასავლური პოლიტელიტის ჩანაცვლებით მალე დასრულდება,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ