დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დიდი ჰესების მშენებლობის მცირემიწიან ქვეყანაში - ვაჟა შუბითიძე 24.04.2021 10:36

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დიდი ჰესების მშენებლობის მცირემიწიან ქვეყანაში, მით უმეტეს ასეთ წმინდა და საკრალურ ადგილას, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში აცხადებს.


"ასეთი პროექტები დიდი ზიანის მომტანია და დიდი კორუფციის წყაროა. შემთხვევითია არაა, რომ საგანგებოდ ჩადებულია პირსაგამტეხლო 400 მილიონი, რომლის დაუფლებაა მთავარი მიზანი და არა იმდენად ჰესის აშენება. აკი მოგვაშველა "უცნობმა" (ზემოდან ნაკარნახევი) აზრი, რომ ავკრიბოთ ფული და გამოვისყიდოთ თურქებისგან (მათ უკან რუსები დგანან გახარიასთან ერთად) ჩვენი ლეჩხუმის მიწებიო. თუ ეს არ გაუვათ, მერე ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს პირსაგამტეხლო, რაც იგივე, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულია. რაც შეეხება ნამოხვანის მიტინგებს ლეჩხუმში, ამაზე რა შეიძლება ითქვას? ეჭვი არ მეპარება, რომ გოლეთიანი და მისი გუნდი წესიერი და პატრიოტი ხალხია, იქ ჩასულების საკმაო ნაწილი ასევე გულანთებული ქართველებია, მაგრამ მათ პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ. თუ ამ მოღალატურ და აშკარად კორუფციულ პროექტს გახარიამ მოაწერა ხელი, რატომ არ ითხოვენ მის დაპატიმრებას და საქმის გამოძიებას? რატომ თბილისში არ დაიწყო თავიდანვე საპროტესტო ტალღა? რატომ დაინიშნა მიტინგი 9 მაისს, ნაცების მიტინგი 15 მაისს და გახარიას პარტიის პრეზენტაცია(ხუთჯერ გადაიდო უკვე) ასევე მაისში, როცა 12 მაისს აშშ-ს ელჩი შვებულებაში მიდის? ამით მინდა მივანიშნო, რომ არსებობს საფრთხე, რომ გოლეთიანი და მისი გუნდი სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ შეგზავნილმა ხალხმა.

 

რუსების გეგმაა, რომ მოიყვანონ გახარია ხელისუფლებაში, მაგრამ ამისათვის უნდა შექმნან რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში. თბილისში ამერიკელებმა ნაცების მიტინგზე ხალხის შეკრების ყველა გზა გადაუკეტეს მათ და მათ საყრდენებს, ამიტომ აირჩიეს ეკომიტინგების ჩატარების ფორმა თბილისს გარეთ, რომელსაც გულანთებული ხალხიც შეუერთდება, მას გადმოიტანენ თბილისში და მოითხოვენ ღარიბაშვილის გადადგომას, ამას უნდა დამთხვეოდა გახარიას მომხრეების გამოსვლა ოცნებიდან(15 დეპუტატი უნდა გამოსულიყო, რომ ოცნებას 76-1 გადაწყვეტილება ვერ მიეღო, დანიშნულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ოცნებას გახარიას პარტია ჩაანაცვლებდა, ნაცები კი მთავარ ოპოზიციურ პარტიად დარჩებოდნენ. ეს გეგმა ამერიკელებმა ჩაშალეს, თუმცა მიტინგები მაინც დანიშნულია კვლავ, მაგრამ შედეგი აღარ მოჰყვება, ცხადია, ჰესიც აღარ აშენდება. ასე გადავრჩით დიდ დაპირისპირებას და კოლაფსს. უკრაინიდან უკანდახევის ფონზე რუსები მაინც შეეცდებიან რაღაც მამაძაღლობის მოწყობას, მაგრამ ამერიკული მონიტორინგი მაღალ დონეზეა და რუსების ჩახსნა საქართველოდან და პოლიტიკური ელიტის გაწმენდა შეუქცევადია. ერთი კითხვა მაქვს ყველა გულიან თუ მოღალატე ქართველთან: რისთვის გვინდა გარეჯი ან ლეჩხუმი და სხვა ქართული მიწები, თუ აქ ქართველი აღარ დარჩება და რა, უცხოელების ეკოლოგიაზე ვზრუნავთ?

 

საქართველო ქართველებისგან იცლება და ესაა უმთავრესი პრობლემა ქართველებისთვის. თუ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ყველაფერი წყლის ნაყვაა. როგორ მოაგვარებ ამდენი მოღალატის ხელში, როცა საქართველოს ყველა სიმდიდრე და შემოსავლიანი ბიზნესი რუსებისაა, 400 მილიარდი დოლარის ნავთობმა გაიარა საქართველოზე, საიდანაც მინიმუმ 40 მილიარდი საქართველოს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ რუსების და მათი აგენტურის (2-3% ტექნიკური წილი) ჯიბეებში წავიდა. რუსების შემოგდებულია ის იდეაც, რომ ქართველებს ერთობა და გაერთიანება არ შეგვიძლია და მხოლოდ ინდივიდუალისტები ვართ. ვაჩვენოთ მათ და ჩვენს მოღალატე ქართველებს, ვინა ვართ და შეგვიძლია თუ არა გაერთიანება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა მარტო დიდი, დამაზიანებელი ჰესების(გავაკეთოთ მზის და ქარის ენერგიაზე მომუშავე) აკრძალვა, არამედ ქართული სიმდიდრეების ქართველი ხალხისათვის დაბრუნება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წლისათვის(ახლა მაგის ჩატარება რუსებს და მათ საყრდენებს უნდათ)სასამართლო-პროკურატურის რეფორმირება, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

 

იმედი მაქვს, რომ გოლეთიანისთანა საღად მოაზროვნეები სწორად მიუდგებიან ამ საკითხებს და ქართველი ხალხისათვის აუცილებელ მოთხოვნებს დააყენებენ ჰესის მშენებლობის აკრძალვასთან ერთად. ძალა ერთობაშია! ჭკუით ქართველებო, მტერი ვერაგია!", - აცხადებს ვაჟა შუბითიძე. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ