დღე: 23

ღამე: 11

USD 2.7354

EUR 3.0177

"სინოფარმის" ვაქცინაზე არჩევანი საქართველოს მთავრობამ ხარისხისა და საბაზრო პრინციპების საფუძველზე გააკეთა - ლი იენი 24.04.2021 18:11

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩინეთის ელჩ - ლი იენთან:


-    დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. პირველი კითხვა ასეთი მექნება: თქვენი აზრით, რამდენად კარგად იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის მართვის მიმართულებით და რას გვირჩევდით ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით?


-  როგორც ვნახეთ, მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში კოვიდ19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, საქართველოს მთავრობა მუდამ დიდ ყურადღებას უთმობს ეპიდემიის მართვას, ეპიდემიასთან საბრძოლველად აქტიური პოლიტიკაგატარდა და პრევენციისა და კონტროლისათვის მთელი რიგი სამეცნიერო, გადამჭრელი და მძლავრიზომებიიქნა მიღებული, სამედიცინო რესურსის სრული მობილიზებამოხდა, რითაც საქართველომ ეპიდემია ეფექტურად შეაჩერა და რეგიონში საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე ქვეყნადაც იქცა. მაგრამ ეპიდემიის გლობალური მასშტაბით აფეთქების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების თანდათან შემსუბუქების და სხვა უამრავი ფაქტორის ზეგავლენის შედეგად, ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. საქართველოს მთავრობა ეპიდვითარების განვითარების მიხედვით დროულად ახდენს პრევენციისა და კონტროლის ზომების რეგულირებას, ცდილობს ეპიდემიის კონტროლისა და მუშაობის აღდგენის პროცესში საუკეთესო ბალანსის პოვნას და ამავდროულად, აქტიურად მუშაობს ვაქცინაციის საკითხზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის მძლავრი ხელმძღვანელობით, სამედიცინო პერსონალის თავდაუდებელი შრომით, ხალხის მხრიდან გაგებითა და თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის მესამე ტალღის დამარცხებას.


დღეს ქვეყნების საერთო გამოცდილებით, ეპიდემიის დამარცხების საუკეთესო გზა პრევენციისა და კონტროლის ზომების ყოველმხრივ დაცვა და ვაქცინაციაა. ჩინეთმა პრაქტიკაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთობით, კოორდინირებითა და მეცნიერული პოლიტიკის განხორციელებით, ეპიდემიისპრევენცია, კონტროლი და მკურნალობა შესაძლებელია, ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს საზოგადოებაში პრევენციისა და კონტროლის აქტიურად ხელშეწყობას, გააძლიერებს საინფორმაციო კამპანიასა და მობილიზაციას, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიან ვაქცინაციას და უმოკლეს დროში მიაღწევს ეპიდემიის ეფექტურ კონტროლს. საზოგადოების მხრიდანაც აუცილებელია აქტიურად თანამშრომლობა და ეპიდემიის პრევენციის რეგულაციების მკაცრად დაცვა, მაგალითად, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, გრძელვადიანი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის დროებითი უხერხულობის ატანა.


-   რა ძირითადი ღონისძიებები ჩატარდა ჩინეთში კოვიდ19-თან ბრძოლის წინააღმდეგ და ხომ არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული მიგნება (აღმოჩენა) ამ მხრივ?


-  პრეზიდენტ სი ძინფინგის პირადი მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ უპირველეს ადგილზე ყოველთვის ხალხისა და სიცოცხლის დაყენების პრინციპით იხელმძღვანელა და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის ყველაზე კომპლექსური, უმკაცრესი და რადიკალურიზომები გაატარა, მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ეპიდემიის წინააღმდეგ მთელი ქვეყანა მობილიზდა, იღებდნენ და მკურნალობდნენ ყველა დაავადებულს. ამავდროულად, ჩინეთის მთავრობამ ხალხს აქტიური თანამშრომლობისკენ უბიძგა და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში მნიშვნელოვან შუალედურ გამარჯვებას მიაღწია. მას შემდეგ, ჩინეთის ეპიდსაწინააღმდეგო ძალისხმევა მიმართულია იმპორტირებული შემთხვევებისა და ქვეყნის შიგნით ხელახალი ზრდის თავიდან აცილებაზე, სხვადასხვა რეგიონში სპორადული შემთხვევების მართვისა და კონტროლისთვის მდგომარეობის განულების მეთოდს იყენებს და ეპიდემიის ფართო მასშტაბით გავრცელებას არ უშვებს. ამჟამად, საზოგადოებაში პრევენციისა და კონტროლის ეფექტურად მართვის პარალელურად, ჩინეთი აქტიურად უწყობს ხელს ვაქცინაციის ჩატარებას. იმედია, მალე მივაღწევთ საყოველთაო იმუნიტეტს, რაც ეპიდემიაზე საბოლოო გამარჯვების ფუნდამენტია.


დღეს, კოვიდ 19-ის სამკურნალო ეფექტური წამალი არ არსებობს, ვირუსის მუტაცია და გადაცემის ზრდა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის ახალ სირთულეებს აჩენს. საზოგადოებაში პრევენციისა და კონტროლის ეფექტური დაცვა და ვაქცინაციის საშუალებით იმუნიტეტის მიღწევა, ეპიდემიის დაძლევის ყველაზე ეფექტური იარაღია. საერთაშორისო საზოგადოება უკვე იქცა „საერთო მომავლის მქონე ისეთ საზოგადოებად, რომელშიც ,,შენ ჩემში ხარ და მე – შენში", ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვირუსს მარტო. მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თანამშრომლობით,  გამოცდილების გაზიარებითა და ვაქცინების სამართლიანი განაწილებით იქნება შესაძლებელი გლობალური პანდემიის სწრაფად დაძლევა.


-   გახშირდა პროგნოზები, რომელიც გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის ცენტრის ჩინეთში გადანაცვლებას წინასწარმეტყველებენ. რას ფიქრობთ  ამის შესახებ, მოვლენების როგორი განვითარება შეიძლება ვიხილოთ?


-  2010 წელს ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა გახდა. მას შემდეგ იგი ეკონომიკური ზრდის შედარებით სწრაფ ტემპს ინარჩუნებს. ჩინეთის ეროვნული სიძლიერე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წელს ჩინეთის მშპ 2,3% –ით გაიზარდა, კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის ფონზე იგი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომელსაც გასულ წელს დადებითი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,3%–ით გაიზარდა, ხოლო ორწლიანი ზრდის საშუალო ტემპმა 5,0% შეადგინა, რაც ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობასა და აღდგენის დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფო და ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა, წლების განმავლობაში კონსტრუქციულად მონაწილეობს საერთაშორისო საქმეებში, ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და რაციონალური საერთაშორისო წესრიგის დამყარებას და მისი საერთაშორისო გავლენა თანდათან იზრდება.


მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის, ექსპერტისა და მკვლევარის ვარაუდი, რომ ჩინეთი გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდება, სწორედ ზემოთ მოყვანილ ფაქტებს ეფუძნება, რაც ასევე ჩინეთის სამომავლო განვითარების მიმართ მათ ნდობასაც ასახავს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის განვითარების ფუნდამენტური მიზანი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ცივილიზებული, წარმატებული და თანამედროვე ქვეყნის მშენებლობაა და არა სხვა ქვეყნებთან ძალების შედარება ან განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსის ძიება. ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივა და "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფცია, ჩინეთის პოლიტიკურ შეხედულებებსა და საერთაშორისო წესრიგზე მის ხედვას ასახავს.

 

ჩინეთი გააგრძელებს მეგობრული საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებას, ხელს შეუწყობს ყველა ქვეყნის საერთო განვითარებას და სამართლიანი, ღია, ინკლუზიური და ურთიერთსარგებლიანი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" მშენებლობას.

 

-   რამდენად შენარჩუნდა პანდემიის პერიოდში, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობა? (ეკონომიკის, სავაჭრო და კულტურული მიმართულებით)

 

-  ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა ნორმალური მიმოსვლა შეიზღუდა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე. მაგრამ ორი ქვეყნის მთავრობები და ხალხები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთობლივად ებრძვიან ეპიდემიას, რამაც ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის საქმეს ახალი თავი შემატა. ჩინური მხარის ორგანიზებით, ქართველი ექსპერტებისთვის არაერთხელ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩინეთი აქტიურად ეხმარება საქართველოს სამედიცინო ნივთებით, ცოტა ხნის წინ კი, ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, კოვიდ 19-ის ვაქცინა მიაწოდა, ჩინეთს მუდმივად შეაქვს წვლილი საქართველოში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ეპიდემიის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავ აქტიურია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ უკვე ზედიზედ სამი წელია, 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას, ამასთან, ქართული საქონლის უდიდესი საექსპორტო ბაზარიცაა. საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანიები ეპიდსაწინააღმდეგო ზომებს ატარებენ და პროექტებსაც ინტენსიურად ახორციელებენ, რაც მათ კარგ რეპუტაციასა და პასუხისმგებლიანობაზე მეტყველებს. განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კარგი ტენდენცია ნარჩუნდება, ჩინურის სწავლება ონლაინ და ოფლაინ მეთოდებით ხორციელდება, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის იდეა ხალხის გულებში აღწევს. მჯერა, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა თანდათან ნორმალიზდება, ეპიდემიის პერიოდში დაგროვილი თანამშრომლობის პოტენციალი გათავისუფლდება და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისთვის მეტი პერსპექტივა გაჩნდება.


-    ცოტა ხნის წინ, საქართველომ ჩინეთიდან „სინოფარმის“ ვაქცინა შეისყიდა. გთხოვთ, მოგვიყვეთ ჩინური ვაქცინების შესახებ.


-  ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "სინოფარმის" ვაქცინა ქვეყანაში წარმატებით ჩამოვიდა. ამ ვაქცინაზე არჩევანი საქართველოს მთავრობამ ვაქცინის კარგი ხარისხისა და საბაზრო პრინციპების საფუძველზე გააკეთა. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთის მთავრობის დახმარებით კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთში კოვიდ 19-ის ვაქცინა შეზღუდულად იწარმოება და საერთაშორისო მოთხოვნილებაც მაღალია. ჩინური ვაქცინების საქართველოსთვის მიწოდება ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ნიშნად, სპეციალური შეთანხმებით შედგა. მჯერა, რომ ჩინური ვაქცინები პოზიტიურ წვლილს შეიტანს საქართველოში ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლში.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეის ვიდეო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ჩინეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინის  შემუშავება დაასრულა და გამოყენება დაიწყო. მისი განცხადებით, ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს, რათა ვაქცინა, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტი, ხელმისაწვდომი იყოს განვითარებადი ქვეყნებისთვის.ჩინეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო პრეზიდენტ სი ძინფინგის საზეიმო დაპირების შესრულება, ვაქცინის განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებას პრიორიტეტი მიანიჭა. ჩინეთი ხელს უწყობს ვაქცინების სამართლიან განაწილებას და თავისი წვლილი შეაქვს ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თავდაცვის ხაზის მშენებლობაში, ხელს უწყობს, რომ კაცობრიობამ, რაც შეიძლება მალე, საბოლოოდ დაამარცხოს ეპიდემია. ყოველივე ზემოთქმული "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის ნათელი განსახიერებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინების შეფასების პროცესი დააჩქარა. ამ დროისთვის მსოფლიოს 60-ზე მეტმა ქვეყანამ ჩინური ვაქცინები უკვე დაამტკიცა შესყიდვის ან გადაუდებელი გამოყენებისათვის. ბევრმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მაგალითი მისცა და ჩინური ვაქცინით აიცრა, რამაც პრაქტიკაში აჩვენა ჩინური ვაქცინების უსაფრთხოება, ეფექტურობა და სანდოობა. მსოფლიოშიკოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გრძელდება. სანამ ეპიდემია არ დასრულდება, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში  საერთაშორისო თანამშრომლობას არ შეწყვეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთად შეძლებს ეპიდემიის სრულად დამარცხებას და კაცობრიობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას.

 

-  დიდი მადლობა!

 

მოამზადა - თამუნა დუღაშვილმა

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები