ვარშავაში, ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლა შმაგი ბოლქვაძესა და სომეხ მალხაზ ამოიანს შორის გაიმართა. შეხვედრა შმაგი ბოლქვაძის გამარჯვებით 4:1(3:1) დასრულდა და მან ევროპის ჩემპიონის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა.