დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"დადგება დრო და მოქმედ ხელისუფლებას დაადანაშაულებენ, რომ დეოკუპაციის საკითხი გამოკითხვების ფსკერზე აღმოჩნდა" 27.04.2021 11:58

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"სხვა ფსიქოემოციური გართულებების ფონზე, ქართულ საზოგადოებაში აშკარად გამოირჩევა კოგნიტიური დისონანსის გამოვლინებები, განსაკუთრებით "რუსულ თემატიკასთან" მიმართებაში. გადახედეთ დასავლელი მკვლევარების ბოლო სოციალურ გამოკითხვებს და თქვენ აღმოაჩენთ "ტერიტორიული მთლიანობის" საკითხით აღელვებულ რესპონდენტთა რეიტინგს სადღაც ძალიან სამარცხვინო ბოლო პოზიციებზე. მაგრამ იგივე რესპონდენტთა აღშფოთებას ვერ ჩაახშობთ რუსი ოკუპანტების მიერ ახალი "სასაზღვრო" ბოძის გარჭობის ამბის გავრცელებისთანავე - ესაა სწორედ კოგნიტიური დისონანსი.


კოგნიტიური დისონანსია ასევე, როდესაც ოპოზიციური მაკონტროლებლები ჩასაფრებულები არიან ხელისუფლებასთან მიმართებაში, ღმერთმა არ ქნას და იქითა ფლანგზე რამე არ წამოცდეთ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში რუსეთის ფაქტორის ხსენებით. მაგრამ, ამავდროულად, საკუთარ სოციალურ ქსელებში ისეთ გოდებას მართავენ რუსეთთან მიმართებაში, რომ ამით უზომოდ გაკვირვებული რუსული პროპაგანდისტული პორტალი "რეგნუმი" ვერც კი მალავს თავის გაოცებას. მან ერთი დღე "ფორმულას" მაყურებელთა ჯგუფში გაატარა.


რაც მანდ აშშ-ს სანქციები დასცინეს რუსეთთან მიმართებაში, რაც მანდ რუსეთის დიად როლს გაუსვეს ხაზი საქართველოს გაძლიერებაში ორივე პერიოდის - მეფისა და ბოლშევიკური ოკუპაციების დროს, დამიჯერეთ, დადგება დრო და მოქმედ ხელისუფლებას დაადანაშაულებენ, რომ სწორედ მათი მმართველობის პერიოდში დეოკუპაციის საკითხი გამოკითხვების ფსკერზე აღმოჩნდა და რომ არაფერი განხორციელებულა ამ საკითხში პროგრესის მისაღწევად...


P.S.: გადადით ლინკზე, საინტერესოა

https://regnum.ru/news/society/3253314.html" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ