დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული არასრულწლოვნები 27.04.2021 16:12

სპეცოპერაცია  ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი. 


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  სპეციალური ღონისძიება, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

„საპეცოპერაცია ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას უკავშირდება. ეს საქმე უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც ნარკოტიკებს სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ახდენდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულსიხმობს.

გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ