10:35 28.04.2021
ონლაინ პოსტერული კონფერენცია რუსთაველის ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის ფარგლებში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.


კონფერენცია ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების აუცილებლობაზე, კონკურსის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებზე ისაუბრა.  შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით  მიმართ   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა, რომელმაც  წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერისა და   მეცნიერების პოპულარიზაციაში  მათი როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


კონკურსის გამარჯვებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა - ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდიატმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გიორგი ჭკადუმ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიატმა  საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულები ნიკოლოზ ალექსიძმ, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიატმა სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით თამარ ცერცვაძმ, დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატმა  სოციალური მეცნიერებების მიმართულები ვლადიმერ გამსახურდიამ, დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატმა აგრარული მეცნიერებებს მიმართულებით ირაკლი ჯანაშიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატმა ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულები  ლუკა ნახუცრიშვილმა, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატმა  ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით ბესიკ დუნდუწარმოადგინეს   პრეზენტაციები, მოხსენებები  თავიანთი სამეცნიერო  საქმიანობის, მიღწევების  შესახებ.  კონფერენცია კითხვა-პასუხით  დასრულდა.


ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის  ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც    ეწევიან სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით და  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge