დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"დატყვევებული ვიყავი მისი ძლიერი ხასიათით"- მეგობრები და კოლეგები კახი კავსაძის შესახებ 28.04.2021 13:26

კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია «Россия-1»-ის პროგრამა «Вести»-ში გადაიცა სიუჟეტი სათაურით „თავის თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ იგი გარკვეულწილად ნამდვილად გენიოსი იყო“, რომელშიც მაღალ დონეზეა შეფასებული ქართველი მსახიობის შემოქმედება. ვიდეოსიუჟეტში რუსი მსახიობი გენადი ხაზანოვი იხსენებს: „როცა მასთან ერთად - ამ უნიკალურ მსახიობთან ერთად სცენაზე გამოვდიოდი, მე მხოლოდ მას ვუყურებდი, დატყვევებული ვიყავი მისი ძლიერი ხასიათით“.

 

„კახი კავსაძე ურთიერთობაში ძალიან უბრალო ადამიანი იყო და საკუთარ თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ გარკვეულწილად ის ნამდვილი გენიოსი იყო“, - ამბობს კირილე რაზლოგოვი, რუსეთის კინოკრიტიკოსთა და კინო მცოდნეთა გილდიის პრეზიდენტი, რომელიც პირადად კარგად იცნობდა კახი კავსაძეს.

 

„კახი კავსაძეს აღმერთებდნენ და მარადიულად თვლიდნენ. როცა ექიმებმა მას სასიკვდილო სენი დაუდგინეს, მას არ შეშინებია და ამბობდა - ყველაფერი მაინც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია მასალაში.

 

ქართველი მსახიობის გარდაცვალებას ვრცელი გადაცემა მიუძღვნა რუსულმა ტელეკომპანია „ენტევე“-მაც («НТВ»): „საოცარი ადამიანი“ - მეგობრები და კოლეგები მსახიობ კახი კავსაძის შესახებ“, - ასეთი სათაური აქვს ტელეარხის მიერ მომზადებულ და ეთერში გადაცემულ ვიდეო სიუჟეტს.

 

წყაროები: https://www.vesti.ru/article/2556147; https://www.ntv.ru/novosti/2545126/

 

მოამზადა სიმონ კილაძე

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ