17:05 28.04.2021
რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს გამართავს - „დოიჩე ველე“

რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს გამართავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება.

 

წვრთნებში მონაწილეობას რუსული კრეისერი „მოსკვა“ მიიღებს, სხვა გემებთან და სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად.

 

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ფლოტის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, აშშ-ის მიერ ჰამილტონის კლასის კატარღის შავ ზღვაში გაგზავნის შემდეგ გაავრცელა, რომელმაც ნატო-ს სამხედრო პარტნიორების წვრთნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

რუსეთის საზღვაო ფლოტის განცხადებით, ისინი აკვირდებიან ამერიკული კატარღის მოძრაობას.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ალიანსი კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა.

 

მისი განცხადებით, აშშ-სა და ნატო-ს მოქმედებები, ევროპის რეგიონში თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდით და მოწინავე პოზიციების გაძლიერებით, ხელს უწყობს ომის საშიშროების ზრდას.

 

რუსული სამხედრო წვრთნების ბოლო სერია შავ ზღვაში გასულ კვირას განხორციელდა ყირიმთან, რაც მოსკოვის განცხადებით, შავი ზღვის ნაწილზე უცხოური სამხედრო გემების დაშვების შეზღუდვას ემსახურებოდა




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge