20:52 28.04.2021
ვისთვის განკუთვნილი იარაღი ააფეთქეს რუსებმა - საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ ტაილანდისთვის?
სიმონ კილაძე kommersant.ru-ზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

ბულგარეთში სკანდალია - ქვეყნის პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო ბიზნესმენ ემელიან გებრევის კუთვნილ ირაღის საექსპორტო კომპანია EMCO-ს საწყობში 2014 წლის ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შესახებ, რომლის შედეგად 58 ტონა იარაღი განადგურდა, დაიღუპა ორი ადამიანი.
საწყობი მდებარეობდა ჩეხეთის ქალაქ ვრბეტიცაში. თავის მხრივ გამოძიებას ჩეხეთის პროკურატურაც აწარმოებს. აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის მოქალაქეები - ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. როგორც ამბობენ, იარაღი საქართველოსთვის და უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ტაილანდის არმიისათვის იგზავნებოდა, თუმცა ამას კომპანია EMCO უარყოფს. ამასთან, კომპანია EMCO ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს იარაღს საქართველოს აწვდიდა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge