21:22 28.04.2021
ვთქვათ, შუქურის ზედამხედველი ხართ, უკუნი ღამეა, იცით, რომ მრავალ კილომეტრზე ძეხორციელი არავინ უნდა იყოს და ამ დროს კარზე ვიღაც აკაკუნებს - სიმონ კილაძე
სიმონ კილაძის პოსტი:

შუქურა "ტრიდრანგარი", ისლანდიასთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში მდებარე კლდეზე. როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ძნელად მისადგომი შუქურაა, აშენდა 1939 წელს (საშენი მასალები მწვერვალზე ალპინისტების დახმარებით აიტანეს), 1970-იან წლებში კი ვერტმფრენის დასაშვები მოედანი გააკეთეს.
ადრე "ტრიდრანგარის" შუქურას ზედამხედველი ჰყავდა, მაგრამ დღეს მთლიანად არის ავტომატიზებული, თვეში ორჯერ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით ამოწმებენ. საერთოდ კი, თანამედროვე პირობებში შუქურების მნიშვნელობა ისეთი აღარ არის, როგორც წინათ იყო, ვთქვათ, მე-18 - მე-19 და მე-20 საუკუნებში. არადა, მათ შესახებ ადრე ლეგენდები იქმნებოდა, საშინელებებით მოცული ამბები...
ახლა წარმოიდგინეთ:
ვთქვათ, შუქურის ზედამხედველი ხართ. უკუნეთი ღამეა, იცით, რომ ირგვლივ, მრავალ კილომეტრზე ძე-ხორციელი არავინ არ უნდა იყოს და ამ დროს კარზე ვიღაც აკაკუნებს... გახსოვთ, ერთ ამერიკულ ფილმშიც ასეა - მივიწყებული შუქურა და მისი ზედამხედველი წყნარ ოკეანეში, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ზედამხედველი ადამიანის მსგავს არსებებს შეხვდება...



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge