დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თუ ასეთი უტვინოები არიან, რა ჯანდაბა ესაქმებათ ხელისუფლებაში? - დავით ზარდიაშვილი 29.04.2021 12:39

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მელიას უტიფარი დევიზი: „არ გადავიხდი - ვერ დამიჭერთ!“ აწ უკვე შეიცვალა ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციური ვერსიის უფრო შმაგი დევიზით: „დავამხობთ ხელისუფლებას და ვინც შეგვაჩერებს - დავსჯით!“

 

ცხადია, ამ სიშმაგეს ისევ მელიას უტიფრობა ჯობდა, რადგან ეს - ამნისტია არ შეეხოთ პოლიციელებს, რომლებიც დამამხობლებისგან სახელმწიფოს იცავდნენ და ამიტომაც, ხელჩართულ ჩხუბში, შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა უფლებამოსილებებს გადაამატა - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს კაპიტულაციის და ფაქტობრივად ეროვნული სუვერენიტეტის გაუფასურების ტოლფასია!

 

ასეთი ე.წ. კანონპროექტის ინიციატორები, არა მგონია, ხელისუფლების დაბრუნებზე სერიოზულად ფიქრობდნენ. მართლაც: თუ ეს პრეცენდენტი დაუშვით და ამნისტია ცალმხრივად მხოლოდ ამბოხებულებზე და არა სახელმწიფოს დამცველებზე გავავრცელეთ, მაშ - ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას უფრო მეტად, დაემუქრება დამხობის საფრთხე. უარესიც: მისი დამხობა გარადაუვალი იქნება!

 

გარდაუვალი იქნება, რადგან მყარად უნდა იცოდნენ: მილიონამდე ამომრჩეველი, ნაცების დამხობას, თუკი მკაცრი კანონი და კანონის დამცევლთა გარანტიები არ შეაჩერებს, ნამდვილად არ მოერიდება და ნეტაი რის იმედად აპირებენ ხელისუფლებაში მობრუნებას?!

 

თუ ასეთი უტვინოები არიან, საერთოდაც რა ჯანდაბა ესაქმებათ ხელისუფლებაში? ხოლო თუ უტვინოები არ არიან, მაშასადამე - მტრის დავალებით საქართველოს არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების, ანუ ეროვნული სუვერენიტეტის დასამხობად ირჯებიან!

 

ეროვნული უბედურება კი ის არის, რომ ოპოზიციის შმაცუნა და ნაცუნა ნაწილი - ნამდვილად უტვინოების, ხოლო ნაც-ნაწილი კი ნაძირალა ავაზაკების ბრბოს წარმოადგენს!

 

ქვეყანას, რომლის ამ მასშტაბით უტვინო ან უარესი - ავაზაკ ოპოზიციას 700 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, რასაკვირველია, თვით მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს! ეს მე არ მითქვამს - კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა. რომც არავის ეთქვა - ცხადია ისედაც,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ