დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ესაა ქოცური სამართალი - სერგი კაპანაძე 29.04.2021 13:18

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში პარლამენტში კანონპროექტის განხილვას ეხმაურება:

 

"პარლამენტი ახლა იხილავს კანონს, სადაც 12 საათიანი წინასწარი დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში (მაგ. აქტივისტების დაკავების დროს რაც გამოიყენება), იზრდება 48 საათამდე.


იოსელიანმა წამოაყენა ცვლილება, რომ 48 საათი კი არ იყოსო, ჯერ 24 საათი იყოს და თუ მერე პროკურატურას მტკიცებულებებისთვის დაჭირდა მეტი დრო, კიდევ 24 საათით გახანგრძლივდესო.


ოხანაშვილმა - აი, როგორ უნდა ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის თანამშრომლობაო, ამიტომ ვიღებ ამ შემოთავაზებასო.


პ.ს. ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებს როცა აკავებდნენ 12 საათით (სამუშაო დღეებში) და მეტით (თუ უქმე დღეებს ემთხვეოდა დაკავება), კონსტიტუციით უზრუნველყოფილ 48 საათს არ უნდა გადაცდენოდა დაკავების ვადა და უნდა ყოფილიყო თანაბარი მოპყრობა. ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია ქოცებმა ისე გააკეთეს, რომ 12 საათი (რაც ახლა წერია კოდექსში) გაზარდეს 48-მდე.


აი, ესაა ქოცური სამართალი,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ