15:54 29.04.2021
"ეს ხალხი მხოლოდ იმიტომ შევიდა პარლამენტში რომ ორი კრიმინალი გამოეყვანათ ციხიდან?"

გუშინ ეკა ტიკარაძე პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა და პირადად მე, ბევრ კითხვაზე პასუხი მივიღე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში უცნაურად საინტერესო სიტუაცია იყო - ოპოზიცია ანგარიშს არ ესწრებოდა.

 

"ანუ რა გამოდის? ეს ხალხი მხოლოდ იმიტომ შევიდა პარლამენტში რომ ორი კრიმინალი, ჟორიკა რურუა და ნიკა მელია გამოეყვანათ ციხიდან? სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ქვეყნის გამოწვევები, ხალხის და ამომრჩევლის ინტერესი საერთოდ აინტერესებთ? კორონავირუსიც ფეხებზე ჰკიდიათ! ცხადია არ აინტერესებთ, თორემ დაესწრებოდნენ ამ სხდომას და მწვავე და კრიტიკულ კითხვებსაც დაუსვამდნენ მინისტრს. როცა მგონია, რომ ამ რადიკალებისგან აღარაფერი გამიკვირდება, ყოველ ჯერზე კიდევ უფრო დიდ სისულელეებს აკეთებენ!"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge