დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დღეს, ყველაზე აქტუალური მედია სივრცის მაქსიმალური გახსნაა - გიორგი ცუცქირიძე 29.04.2021 17:17

ამ ქვეყნის წინაშე დღეს მდგარი პრობლემებიდან, არც გლობალური პანდემია, არც უმუშევრობა და არც სოციალური სიდუხჭირე არ არის ისე აქტუალური როგორც პოლიტიკური კლასის დეგრადაცია და სრული არაადეკვატურობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

 

მისი თქმით, როცა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ადვოკატი, რომ იტყვის - სასამართლო პროცესის გადადება იმ ვადით მოვითხოვეთ, რა ვადაც საჭიროა, რომ ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და დირექტივა მისცენ სასამართლოს და პროკურატურასო, იქ მთავრდება ყველაფერი.

 

"ამიტომაც ასე გაუკუღმართებულად ესმოდათ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქცია, ნულოვანი ტერანტობით, ციხეების გადავსებით, შიშით და წამებით, რომ ამყარებდნენ წესრიგს. ბიზნესტერორი, ქონებების ექსპოპრიაციები და ბიზნესის გადაფორმებებიც იმ დეჰუმანური რეჟიმის ორგანული ნაწილი იყო.

 

სწორედ, ასეთი გაუკუღმართებული მენტალობის შედეგია დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" და მის ორბიტაზე მბრუნავი პოლიტჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციაზე და დესტრუქციაზე აგებული ქმედებები, მედია პლატფორმის ფართო გამოყენებით, რასაც არც პოლიტიკური ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკასთან და არც კონკურენციასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომაც არის აპრიორში, საბოტაჟის იქით რომ ვერ მიდის, და მიზანმიმართულად ხელს უწყობს უკიდურესად პოლარიზებული, და დესტრუქციულობისკენ ორიენტირებული სისტემის შენარჩუნებას, როგორც ძალაუფლების მიტაცების რევანშისტული მიზნების რეალიზაციას.

 

შესაბამისად, დღეს ყველაზე აქტუალური მედია სივრცის მაქსიმალური გახსნაა. მედიაში კი არ უნდა ბლოკავდენ, პირიქით გზა უნდა გაეხსნას პოლიტიკაში ისეთი ხალხის გამოჩენას, რომლებიც აღარ იქნებიან ორიენტირებული ისეთ დესტრუქციაზე, რასაც ახლა ნაცების გარშემო მოდრეიფე მათივე ყოფილი ქვეგანაყოფების მაგალითზე ვხედავთ, საიდანაც კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევალთ და ამის ნიშნები, მიუხედავად მათი ნაწილის პარლამენტში შესვლისა ისედაც სახეზეა,"-  წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ