დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ჩვენზე უკეთესად ვერავინ, ვეღარასოდეს შეძლებს ამას..." - დავით თევზაძე 30.04.2021 14:17

საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998-2004 წლებში, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი - დავით თევზაძე ქართული არმიის 30 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"დღეს ქართულ არმიას 30 წელი უსრულდება.

დღეს, 30 წლისთავზე, არმია ზოგისათვის წარსულია, ზოგისთვის აწმყო, ზოგისთვის მომავალი, ზოგისათვის ბედისწერა და ზოგისთვის ცხოვრება მთლიანად...


გამორჩეულთათვის, ქართული არმიის 30 წელი, საქართველოსთვის ზვარაკად მიცემული საკუთარი სიცოცხელეა...

 

გილოცავთ ყველას, ვისაც ღმერთმა მოგმადლათ იღბალი ქართულ არმიაში გემსახურათ, ვინაც იმდენად ყვარებიხართ განგებას რომ საქართველოსათვის ბრძოლის ბედნიერება განგაცდევინათ. მათ სულებსაც ვულოცავ
ვინც ბრძოლაში გაიწირა. დღეს ისინიც ჩვენთან არიან...

 

სულის მხნეობა შეიძინეთ ქართველებო და იმედით უყურეთ მომავალს.

 

საქართველო ჩვენი სამშობლოა.

საქართველო ჩვენ უნდა დავიცვათ.


ჩვენზე უკეთესად ვერავინ ვეღარასოდეს ვერ შეძლებს ამას...
ეჰა, მეომარნო ქრისტესანო.... გილოცავთ!", - წერს დავით თევზაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ