ანა ნაცვლიშვილი - არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი.
როცა დეპუტატი ქუჩაში ფეხს დგამს, მოძრაობა უნდა ჩერდებოდეს, ადამიანები მუხლებზე უნდა ეცემოდნენ, დეპუტატს თვალს არიდებდნენ და დეპუტატი კი მზეს უნდა სწუნობდეს.
- და მზე?
- და მზე კი დეპუტატობდეს. და კიდე! დეპუტატები ქუჩაში ფეხით არც უნდა დადიოდნენ, მათ მხრებზე დასადგმელი ტახტრევანით...
- ბატონო?
- პალანკინით, მხრებზე დასადგმელი პალანკინით უნდა ატარებდნენ.
- ვინ უნდა ატარებდეს?
- ვინც ხმა მისცა, ანუ ამომრჩეველმა. კარგი იდეაა და ჩვენ მას ბიუროს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად გავიტანთ, თუ მივედით...არა, თუ ვეახელით, რასაკვირველია.
- ვინ ჩვენ?
- ჩვენ, ანა ნაცვლიშვილი.
* * *
ეს მკვირცხლი გოგონა დროზე თუ არ დავჩუტეთ, მალე საქართველოს მატრიარქობასაც მოითხოვს.