"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"
სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები ახლა თავზე ხელებს უნდა ირტყამდნენ. ისინი დონალდ ტრამპს ომის დაწყებას არათუ არ თხოვდნენ, არამედ ფიქრობდნენ, რომ შუამავლის როლს შეასრულებდნენ ირანსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. ამ მხრივ საქმე, მართალია, წინ ნელა მიდიოდა, მაგრამ პროგრესის ნიშნები ნამდვილად იყო.