19:30 01.05.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის ფინალშია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე 250 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 24-ე ჩოგანი, ნორვეგიელი კასპერ რუდი 2 სეტში დამაჯერებლად, 6-1, 6-2 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის 44-ე ჩოგანს, გერმანელ იან შტრუფს შეხვდება.

ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო დაამარცხა, 1/8-ფინალში კოლუმბიელი გალან რივეროსი გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ნახევარფინალში გასვლა სლოვაკი ნორბერტ გომბოსის დამარცხების შედეგად მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად, ორ სეტში მოიგო.
მიუნხენის მასტერსის ფინალური შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და იან შტრუფს შორის ხვალ, საქართველოს დროით 15:30 -ზე დაიწყება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge