დღე: 31

ღამე: 20

USD 2.718

EUR 3.1871

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია! 02.05.2021 18:44

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.

 

პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge