02.05.2021 18:44
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.
პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.