დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ვაქცინირებულ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ - ევროკომისია 03.05.2021 15:27

ევროკომისიის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა მიეცეთ. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია ევროკომისიის ვებ-გვერდზე.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირებისთვის, ვინც ვაქცინირებულია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით. გარდა ამისა, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არიან აცრილები.

 

ევროკომისიის წევრები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მოგზაურობის შეზღუდვა დროულად მოახდინონ.

 

ცნობილია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს და მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება უკვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევალებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ქვეყნებმა მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობაც გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ