ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, პირველ მაისს, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
ლეგენდარულ მსახიობს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება შვილიშვილი, ირინკა კავსაძე და ფოტოებთან ერთად, "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს:
"ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებლად", - წერს ირინკა კავსაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge