17:19 03.05.2021
ეს არის ევროპაში მიმდინარე ომი და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ - ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთში მიმდინარე ვიზიტისას აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება კონფლიქტი, სადაც უკრაინა კვლავ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის.

 

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

„პარტნიორები მხარს უჭერენ უკრაინას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. თქვენი ყველას მადლიერი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტია, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული ანექსირებულია. სწორედ ეს არის ევროპაში მიმდინარე ომი და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრისას.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge