22:49 03.05.2021
მაი მამაჩემია, 5 წელია კტარია და ახლა რო გეიგო აკრძალვებიაო, ღობესთან მეიდა და გამომართვა რაცხა, პასკა და კვერცხები! თვალი არ გავაყოლო?
გურული მამა-შვილი არ დაემორჩილება აკრძალვას და მაინც გავლენ სასაფლაოზე. მანქანიდან ადრე მამა გადავა და დაიძვრება საფლავისკენ, შვილი სანამ აიღებს დარჩენილ პროვიზიას და დაკეტავს მანქანას, დაადგება პოლიცია.
- თქვენ და სასაფლაოსკენ წასული პიროვნება, დაჯარიმებული ხართ 2-2 ათასი ლარით, არსებული რეგულაციების დარღვევის გამო !
გურული აღშფოთდება:
- რეიზა ძამა ?
- ის პერსონა შევიდა სასაფლაოზე და თქვენც იქეთ მიემართებით !
- ძამა, არ ვაპირებ საერთოდ სასაფლაოზე შესვლას !
- აბა რა იყო ეს დატვირთული წასვლა და თქვენ რატომ გადმოხვედით მანქანიდან ?
-რაია იცი ძამა ? თუ იმ კაცზე ამბობთ ახლა წინ რომ წევიდა, მაი მამაჩემია, 5 წელია რაც კტარია და ახლა რო გეიგო აკრძალვებიაო, ღობესთან მეიდა და გამომართვა რაცხა აი პასკა და კვერცხები ! ჰოდა, მანქანიდან არ უნდა ჩამოვსულიყავი? თვალი არ გავაყოლო, რაფრათ მიიტანს იმ ქვეყნიდან ამხელა გზაზე წამოსული კაცი იქნობამდე ამ სიმძიმე ტვირთს ?



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge