12:23 04.05.2021
“ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს - ვლადიმირ ზელენსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აცხადებს, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს უნდა გაიმართოს, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის საგზაო რუკა განიხილება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“ნატოს სამიტზე ივნისში დაგეგმილია უკრაინის საგზაო რუკის განხილვა, რათა ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებისკენ”, - განაცხადა დუდამ.


თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დუდასთან შეხვედრისას მან უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებში მხარდაჭერის გარანტიები მიიღო.


ამასთან, ზელენკსიმ ტვიტერის პოსტით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას  ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება.


“ამ საკითხების გადადება “მოგვიანებით”, “რაღაც დღეს”, “10 წელი” უნდა დასრულდეს. ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე”, - დაწერა ზელენსკიმ.




ავტორ(ებ)ი :