დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა წიწიბურის ექსპორტი დროებით აკრძალა 04.05.2021 21:27

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა წიწიბურის ექსპორტის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. 30 აპრილით დათარიღებული მთავრობის დადგენილება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა. აკრძალვა ძალაში შევა 5 ივნისიდან და 31 აგვისტომდე იმოქმედებს. აკრძალვა არ ვრცელდება ჰუმანიტარული დამხარების ფარგლებში რუსეთიდან გატანილ წიწიბურაზე, ასევე საზღვარგარეთ მყოფი რუსი სამხედროებისთვის წიწიბურის მიწოდებაზე.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ