დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სააკაშვილმა უსირცხვილო სიცრუე დაუპირისპირა დავითგარეჯის ირგვლივ არსებულ მოვლენებს" 06.05.2021 11:56

ყველამ ვიცით, რა უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო ზოგადად მოქმედ ხელისუფლებას, და კერძოდ - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამის გამოც, პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრების წინ, სიფრთხილეს ვიჩენდით იმ ჩვენი მთავარი ეროვნული იმედისა და მოლოდინის მიმართ - რასაც დავით გარეჯას საკითხის ირგვლივ ისტორიული და სახელმწიფოებრივი სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ მოლოდინის წნეხს პრემიერიც განიცდიდა, ამიტომ არც ერთი ღია განცხადება ამ თემაზე წინასწარ არ გაჟღერებულა.


"მხოლოდ უმაღლეს დონეზე ჩატარებული შეხვედრების შემდგომ, პრემიერმა გულებში იმ ნანატრი იმედების ნაპერწკალი ჩაგვისახა - საკითხი ისე გადაწყდებაო, როგორც ეს ჩვენი ორი მოძმე ერის მეგობრობას შეეფერებაო.


როგორც ჩანს, ეს გზავნილი საკმაოდ სწორად ამოიკითხა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც ჩვეულ სტილში, უსირცხვილო სიცრუე დაუპირისპირა დავითგარეჯის ირგვლივ, როგორც ჩანს, მართლაც ჩიხიდან გამოსვლის პერსპექტივებს. ის, რასაც თქვენ "გვირაბის ბოლოს სინათლეს" უწოდებთო დღეს, ეს სინათლე მე დავანთეო თავის დროზე, და ერთი წელი არ მაცადეთო - მთლიანად გვირაბსაც გავანათებდიო. ამ ჩვეულ უნამუსობას, ერთადერთი, იმ ირიბ მტკიცებულებად მივიღებ, რომ უკანალი კვლავ აეწვა უკრაინის მოქალაქეს და შესაძლოა, ბაქოში მართლაც დიდ სიხარულს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ჩვენ მაინც სიფრთხილით მოვეკიდოთ ფაქიზ თემას..."- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ