დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ილჰამ ალიევმა დავით გარეჯის საკითხის შესახებ "ბრძნული დუმილი“ ამჯობინა“ - უცხოური პრესა 06.05.2021 13:03

«Радио Свобода – Эхо Кавказа»-ს ეთერში 5 მაისის საღამოს გადაიცა მასალა საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკების შესახებ სათაურით „სამონასტრო კომპლექსის კითხვები ირაკლი ღარიბაშვილთან“, რომლის ავტორი ვლადიმერ უნანიანცი პრემიერ-მინისტრის განცხადების ციტირებას ახდენს, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების კარგ ურთიერთობას, მეგობრობას და აცხადებს, რომ „დავით გარეჯის საკითხზეც, ბუნებრივია, დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“.

 

„როგორც გვახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე წლის თებერვალში ირწმუნებოდა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოს ახლო სტრატეგიული მეგობარია, ხოლო ილჰამ ალიევი - ბრძენი ხელმძღვანელი, რომელთანაც ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვსო“. თუმცა მოლაპარაკების შემდეგ ბატონმა ილჰამ ალიევმა, საქართველოსთან პრემიერთან „კარგი ურთიერთობების“ მიუხედავად, დავით გარეჯის შესახებ „ბრძნული დუმილი“ ამჯობინა“, - წერს ავტორი.

 

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/31239630.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ