დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროკავშირი ისრაელის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას იწყებს - დეტალები 06.05.2021 16:30

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი იმ ე.წ. „მესამე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, რომლებთანაც წევრ სახელმწიფოებს არააუცილებელი მიზეზით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შეუძლიათ.

 

„ევროკავშირში არააუცილებელი მიზეზით მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების რეკომენდაციის გადახედვის შემდეგ, საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, ისრაელის დამატებით, რომლისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნულ სიაში ისრაელის გარდა შედიან : ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).

 

ევროკავშირის საბჭო უსაფრთხო ქვეყნების სიას ყოველ ორ კვირაში ერთხელ განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში აახლებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ