დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ემუქრება თუ არა საფრთხე დედამიწას ჩინური რაკეტის ნამსხვრევების დაცემით - განმარტება 07.05.2021 12:13

ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ზიანი გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.

 

ჩინურმა გამოცემა Global Times-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიდან გამოსული რაკეტის, Long March 5B-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყლებში მოხვდება.

 

შეგახსენებთ, პენტაგონი აცხადებს, რომ თვალს ადევნებს დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე კვირის ბოლოს შევა. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიონ, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში ჩამოვარდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ