დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მხოლოდ ერთი მომენტით - ლევან რატიანის მიმართვა საზოგადოებას 07.05.2021 13:02

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

 

"იცით, რომ ვარ რეანიმატოლოგი, ჩემი ცხოვრების ძირითად მიზანს წარმოადგენს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბრძოლა, როცა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს მეორე ემატება, ეს უკვე ბედნიერებას მანიჭებს. სწორედ ეს არის ცხოვრების მიზანი. რაც შეიძლება მეტი სიკეთე გააკეთო ცხოვრებაში და გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე. 


თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მხოლოდ ერთი მომენტით, გაიღოთ სისხლი და გახდეთ დონაციის მონაწილე. ეს თქვენც გაგაბედნიერებთ და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც თქვენ სჭირდებით", - აცხადებს ლევან რატიანი.

 

(ვიდეო)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ