დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პარლამენტში კი შევიდნენ, მაგრამ თავს ვერ აღიქვამენ ხელისუფლების ნაწილად - ზარდიაშვილი ოპოზიციაზე 07.05.2021 13:24

პარლამენტში კი შევიდნენ, მაგრამ მაინც ვერ აღიქვამენ თავს ხელისუფლების ნაწილად, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"ისევ ერთგვარ კონტრ-ძალაუფლებად რჩებიან და ისევ ცდილობენ, ოპონირება კი არ გასწიონ, რათა გადაწყვეტილების მიღებისას არა მხოლოდ "პრო", არამედ "კონტრ" არგუმენტებიც კარგად იქნეს დანახული და სრულად გათვალისწინებული, არამედ - ჩააგდონ პროცესი, რათა თუნდაც კარგი გადაწყვეტილება საერთოდ არ იქნეს მიღებული; ანდა, თუკი მაინც მიიღებს მას უმრავლესობა, წარდგენილი იქნეს, როგორც ყოვლად უვარგისი და უარესიც: ქვეყნის დამაზიანებელი "ბოროტმოქმედება". ასეა ისევ და აგერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამ ცვლილებების მიმართ დამოკიდებულებაც ამის დასტურია.


კარგი პროცესი რომ იყოს და უმრავლესობაცა და უმცირესობაც მთლიანად ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობდეს, საკითხი ასე დადგებოდა: ამ მართლაც უვარგისი კოდექსის არა ცვლილებებზე, არამედ საერთოდ - ახალი კოდექსის მისაღებად ერთობლივად იმუშავებდნენ. მაგრამ მუშაობა რთულია, ხოლო ყვირილი და ყაყანი, იოლი.


კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ოპოზიცია ზუსტად ისეთივე ნაწილია ხელისუფლებისა, როგორიც ის უმრავლესობა, რომელიც მთავრობას ქმნის. სანამ ოპოზიცია თავს აღიქვამს კონტრ-ძალაუფლებად, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ხელისუფლებას და ამითი, თურმე უნდა აგროვოს პოლიტიკური კაპიტალი, ქვეყნა წინ თუ წავა, მხოლოდ კუს ნაბიჯებით.


სამწუხაროა ისიც, რომ უმრავლესობასაც სხვა შანსი არა აქვს, ოპოზიციას როგორც კონტრ-ძალაუფლებას, ისე შეხედოს და მოეპყრას. ეს მომავალსაც ვნებს", - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ