დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მესამე ძალაო? იმედს გაგიცრუვებთ მის გულშემატკივრებს, ვერ გამოვა! - გია აბაშიძე 07.05.2021 15:36

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას ეხმაურება:

 

"რას ნიშნავს იყო პოლიტიკური? არისტოტელეს მიხედვით, ადამიანი არის zoon politikon-ი, ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი.

 

პოლიტიკის მეცნიერებაში მისწავლია, რომ ყველას აქვს პოლიტიკური მოქმედების ან უმოქმედობის საშუალება. პოლიტიკიდან გაქცევის საშუალება კი, არ არსებობს. თუ პოლიტიკურ პარტიაში ხარ, უფრო პოლიტიკური ხარ ანდა თუ გაინტერესებს პოლიტიკა და საქმის კურსში ხარ მიმდინარე პოლიტიკური ამბების. ისინი, ვინც არ არიან პოლიტიკით დაინტერესებულნი და სხვა რამით არიან დაკავებულნი ან უგულებელყოფენ პოლიტიკას, სინამდვილეში არიან პოლიტიკურნი იმ გაგებით, რომ სხვებს მიანდეს ყველაფერი, რაც პოლიტიკასთანაა კავშირში. პოლიტიკა ჩვენს გარშემოა - სისტემა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, კანონები, რომლებსაც ვიცავთ, საზღვრები, ხელისუფლებაში, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები და ა.შ. ისინი იქ არიან, წესებს ქმნიან და გავლენას ახდენენ ჩვენზე მაშინაც კი, როდესაც არ გვსურს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება. მოკლედ, ხარ თუ არ ხარ პოლიტიკაში, მაინც პოლიტიკური ხარ.

 

სიტყვები, რომ 'ახლა შემოვდივარ პოლიტიკაში' და ამ დროს საჯარო სივრცეში ხარ, განსაკუთრებით თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით, ჩემთვის ახალს არაფერს ნიშნავს.

 

ვის დაიყენებს ლევან ვასაძე საჯაროდ მის გვერდით [უკვე ვიცი, მაგრამ დაველოდები უახლოეს მომავალს] და რა პოზიციონირება ექნება [ეს აქაც და იქაც ცნობილია, თუმცა დაველოდოთ შემდგომ ნაბიჯებს], ახლო მომავალში ვიხილავთ.

 

მესამე ძალაო? იმედს გაგიცრუვებთ მის გულშემატკივრებს, ვერ გამოვა!

 

ერთი რამ დანამდვილებით კარგია - რაც უფრო მეტი ვითომ პოლიტიკაში ჩაურთველი აქტორია 'მზის შუქზე', მით უფრო გაადვილებულია საზოგადოებისათვის დასკვნების გაკეთება..."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ