დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა 07.05.2021 20:08

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით იქმნება შესაძლებლობა, რომ "სინოფარმის" ვაქცინა შეიძლება გაეროს მიერ მხარდაჭერილ COVAX პროგრამაში უახლოეს კვირებსა თუ თვეებში შევიდეს და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმო-ს რეგიონალური ოფისის საშუალებით განაწილდეს.

„WHO– მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა პეკინის ვაქცინა, რითაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო WHO-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა COVAX- ს შეუძლია და ქვეყნებს სანდოობას აძლევს დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცება და მოახდინონ ვაქცინის იმპორტი და ადმინისტრირება“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ