დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შალვა ნათელაშვილის მარგალიტები მიხეილ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობაზე 09.05.2021 20:11

თამთა მეგრელიშვილის პოსტი:
შალვა ნათელაშვილის, ამ დიდი ქართველი "პოლიტიკოსის" მარგალიტებს დღეს კიდევ ერთი შეემატა - "ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის დაჩმორებას ნიშნავს, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა."
"პირადი" არაფერი მხოლოდ ფაქტები სახალისოდ და იმის დასტურად რომ...
შალვა ნათელაშვილის მარგალიტები მიხეილ სააკაშვილზე:
“ჩვენ ვთვლით, რომ სააკაშვილია საქართველოს მთავარი ოკუპანტი და თანაოკუპანტები არიან რუსები და სხვები”.
“ხალხო, არც ერთმა არ დაუსვა კითხვა “შე შობელძაღლო, როდის წაეთრევი?”
“როდის აგებს პასუხს იმაზე, რომ სახელმწიფო საზღვარი ავჭალას მოადგა?”
“ასე გამოზარდეს ოროსანი. თბილისში ვერ ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე და ბოლოს რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი რომ ჰყავს ბიძა, იმან ჩაუწყო”.
„მიშამ 1000 კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ“.
“როგორც პატარძალს არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა.”
შალვა ნათელაშვილის მარგალიტები ნაც. მოძრაობის წევრებსა და მათ მოღვაწეობაზე:
“ღმერთმა დამიფაროს და თუ ჩემს სანათესავოში მიშისტები აღმოჩნდებიან, მე მათთან კავშირს სამუდამოდ გავწყვეტ. ეს ხალხი მორალურად იზოლირებული უნდა იყოს”.
“ნაციონალების ან ქართული ოცნების ამომრჩეველი ოჯახში არც რძლად მინდა და არც სიძედ!”
“გეპეიდან გარიცხეს ვანო, რადგან წერა არ იცის. განა მარტო ლაპარაკი არ იცის, წერაც არ იცის”.

შალვა ნათელაშვილის სხვადასხვა მარგალიტები:

“ინტელექტუალური ტესტი ჰქვია… აისიქიუ, ხომ?”
შალვა ნათელაშვილი: “როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ”.
დათო აქუბარდია: „ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა…“
შალვა ნათელაშვილი: “კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა…”
არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ილიას დასაფლავებაზე თქვა…“
ამ მარგალიტების შემდეგ ამ დიდი პოლიტიკოსისაგან რამე გიკვირთ?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ