დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვიდრე მელია სააკაშვილის ანკესზე იყო ჩამოკიდებული, პოლიტიკაში ისეთი მოთამაშეები შემოვიდნენ, რომელთა ინტელექტუალურ რესურსთან ნაცები ახლოსაც ვერ მოვლენ - გია გაბრიჭიძე 09.05.2021 22:55

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას შესახებ წერს:

პოლიტიკოსისთვის ყველაზე საშინელი დასასრული მისი რეიტინგის და იმიჯის განადგურებაა.
პოლიტიკოსის ყველაზე დიდი შეცდომა იმ ავანტიურაზე წამოგებაა, რომელიც მისი განადგურებისკენ არის მიმართული.
მელია ადვილად წამოეგო სააკაშვილის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ ავანტიურას, რომელიც სააკაშვილმა მელიას დასჯის მიზნით წამოიწყო:
1. ზუგდიდის მერის არჩევნებზე აშკარა დაპირისპირება.
2. მელიას მხრიდან ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერად გადაქცევა.
3. სააკაშვილის გუნდის ჩაჩოჩება.
მელიამ დაიჯერა, რომ ის სამაჯურის საჯაროდ მოხსნით, გირაოზე უარის თქმით და ციხეში ჩაჯდომით, ხელისუფლებასთან მებრძოლი გმირის მანტიას მოისხამდა, ხოლო დასავლეთში ნელსონ მანდელას მსგავს მებრძოლად დაფიქსირდებოდა.
ყველამ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა იურისპუდენციაში იცის, რომ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს პატიმრის ციხიდან გამოშვების ბერკეტი, რომლის ყველაზე მარტივი ფორმა ამნისტიაა.
ეს კარგად იცოდნენ ე.წ. ოპოზიციონერებმა და მელიას მხარდაჭერას მხოლოდ ტელევიზიებში რევოლუციური განცხადებების კეთებითა და ერთი კალათა ნობათის მიწოდებით ახორციელებდნენ, ამ დროს კი პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელს აწერდნენ პარლამენტში შესვლისა და ოპოზიციის ერთიანობის კაპიტულაციის დოკუმენტს.
მელია ციხიდან გამოდის და გამოდის არა როგორც გმირი ან მოუდრეკელი მებრძოლი, არამედ გამოდის როგორც ფიგურა, რომელმაც სრულად დაკარგა პოლიტიკური წონა. დაკარგა დრო. პოლიტიკოსისთვის ყველაზე აუცილებელი და მუდამ არასამყოფი დრო, რადგანაც იმ პერიოდში, როცა ის სააკაშვილის ანკესზე იყო ჩამოკიდებული, ქართულ პოლიტიკურ ველზე ისეთი სერიოზული მოთამაშეები შემოვიდნენ, რომელთა თუნდაც ინტელექტუალურ რესურსთან ხაბეიშვილის, ბოკუჩავას და ნაცების მონაცემები ახლოსაც ვერ მოვა. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ 76 წლის წინ ნახა გერმანული ნაციზმის განადგურება, ისე ვნახეთ ქართული ნაციზმის სრული პოლიტიკური კრახი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ