დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საკუთარი ფიასკო, რომ შეეფუთათ, რურუას და მელიას გათავისუფლება მიიწერეს - გიორგი ცუცქირიძე 10.05.2021 17:46

მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, თამაში წაგებული იყო და ვადამდელს არავინ გაუფორმებდათ, ისე შეცვივდენ პარლამენტში მელიაც კი გადაავიწყდათ, რომლის გარეთ გამოსვლაზეც ჰქონდათ მთელი ვაჭრობა ატეხილი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკა მელია სოციალურ ქსელსი წერს.

 

"საკუთარი ფიასკო, რომ შეეფუთათ, რურუას და მელიას გათავისუფლება მიიწერეს, პოლიტპატიმრის სტატუსის რეგალიით. ამ დროს კი დანიელსონ -მიშელის დოკუმენტში, "პოლიტიკურად აღქმული საქმეები" ფიგურირებს, რაც არც ერთი საერთაშორისო შეთანხმებით და გნებავთ ლექსიკონით პოლიტ პატიმრის სტატუსთან საერთო არაფერი აქვს, ახლა ამის ჩვენთვის დაჯერებას საკუთარი ტელევიზიებიდან რომ ცდილობენ. ამასთან, მელია - რურუა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც "ამნესტი ონტერნეშიონალს" და არც ევროკავშირს პოლიტპატიმრებად არ უღიარებია, განსხვავებით თუნდაც ტიმოშენკოსგან ან ნავალნისაგან.

 

ყველას ამ გაქცევაში ბატონმა ვაშაძემ გადაუჯოკრა, და ისე შევარდა პარლამენტში, მელიას და.ყოფილი საფანჩატურელი პარტნიორების გაკვირვებას ვინღა ჩივის, თვით საკუთარი ბლოკის წევრი ქალბატონიც კი პირღია დატოვა.

 

ამ ამბავში გაცილებით საინტერესო ის არის, ამ შეფუთვით იმდენად გაერთო, უკვე ჰონორზემოსულმა მესამე პოლიტიკური ცენტრის პრეტენზია წამოაყენა, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია კი სულაც სუსტ პოლიტიკოსად მოიხსენია.

 

ისე მართლა საინტერესოა თუ რა მარკით გაზომა მისი სისუსტე, მაშინ როდესაც ბოლო კვლევებითაც კი ბატონი გახარია ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია ქვეყანაში, ხოლო საკუთარი რეიტინგი არც კი იძებნება. მართალია, ის არ ყოფილა წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოს ადამიანს, რომ გახარია პრემიერ მინისტრის რანგში, ოპოზიციამ რამდენჯერაც დაიბარა პარლამენტში, იმდენად სუფთად მოუგო, როგორც ანტიკრიზისული პროგრამის ირგვლივ დებატისას, ისე 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

 

გიორგი გახარია, პოლიტიკაში შემოსვლის მოლიდინით მიუხედავად იმისა, რომ პარტია ოფიციალურად ჯერ არ დაურეგისტრირებია, მისი საპარლამენტო გუნდის პოზიციონირების პირობებშიც კი, დღესაც მოუგებს რეიტინგით არა მხოლოდ ბატონ ვაშაძეს, არამედ მასთან ერთად ყველა ბარიერგადალახულ 3 % იან სუბიექტს ერთად დაჯამებულს, ლელოსთან, გირჩთან და ევსაქებთან ერთად!

 

ისე არც ვაშაძეს აწყენდა იმის შეხსენება, რომ გემის ჩაძირვისას, გენბანიდან პირველი ვირთხები გარბიან,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ