20:07 10.05.2021
სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე - ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს. "სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge