დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა - მაკრონმა ახალი გამაფრთხილებელი წერილი მიიღო სამხედროებისა და საზოგადოების ერთი ნაწილისგან 10.05.2021 23:21

გია აბაშიძე:

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მეორე, გაცილებით მასშტაბური, ახალი გამაფრთხილებელი წერილი მიიღო სამხედროებისა და საზოგადოების ერთი ნაწილისგან.
ახალი ღია წერილი (130.000-ზე მეტი ხელმოწერით) აფრთხილებს ქვეყნის მეთაურს, რომ საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. მემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საფრანგეთის მთავრობას ადანაშაულებენ ისლამიზმისთვის დათმობების მინიჭებაში.
”ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას”, - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ჯარისკაცებმა ანონიმურად გამოაქვეყნეს და ფართო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
საფრანგეთის მთავრობამ დაგმო ეს, ისევე როგორც წინა წერილი აპრილში. გასულ თვეში, მაკრონს მსგავსი შეტყობინება გაეგზავნა 1000 სამხედრო მოსამსახურისგან, მათ შორის 20 გადამდგარი გენერალია.
ახალ კრიტიკულ გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, ჯარი უზრუნველყოფს წესრიგს საკუთარ მიწა-წყალზე.
საფრანგეთის თავდაცვის ძალების მინისტრმა დაგმო ორივე წერილი და მის ავტორებს დაემუქრა, რომ ისინი დაისჯებიან იმ კანონის დარღვევის გამო, რომელიც უკრძალავს რეზერვისტებსა და სამხედრო მოსამსახურეებს საჯაროდ გამოთქვან აზრი რელიგიასა და პოლიტიკაზე.
BBC-ის ანალიტიკოსის აზრით, წერილების ავტორთა მეტწილად ანონიმურობის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენენ მისი შემდგენები შეიარაღებულ ძალებს. ფაქტია, რომ საფრანგეთის საზოგადოების უმეტესობა შეშფოთებულია ძალადობის, ნარკომანიისა და ისლამიზმის გამო. შესაძლოა, საფრანგეთის თავდაცვის ძალებში ბევრი არ ეთანხმებოდეს პოლიტიკისა და სამხედრო სფეროების ერთმანეთში აღრევას, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ამ ანალიზსა და მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას, სავარაუდოდ, ბევრი იზიარებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ