დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„ფრთხილი ჩახუტება“ დასაშვები ხდება - გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდვები მსუბუქდება 11.05.2021 10:38

გაერთიანებულ სამეფოში 17 მაისიდან „ფრთხილი ჩახუტება“ და პაბებში ლუდით გამასპინძლება დასაშვები ხდება, - Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა, როდესაც მან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპი დააანონსა.

 

მისი თქმით, რამდენიმე თვის შემდეგ პირველად, მოქალაქეებს 17 მაისიდან უფლება ექნებათ, დახურულ სივრცეებში შეიკრიბონ. დასაშვები ხდება მაქსიმუმ 6 ადამიანის, ან ორი სხვადასხვა ოჯახის წევრების თავშეყრა. ღია სივრცეებში კი ერთდროულად 30-მდე ადამიანის თავშეყრა იქნება შესაძლებელი.

 

ამასთან, ბარებს, კაფეებსა და რესტორნებს საშუალება ექნებათ, მომხმარებლებს დახურულ სივრცეებში უმასპინძლონ, გარკვეული წესების შესაბამისად. სხვა დახურული ტიპის გასართობი დაწესებულებები, როგორიცაა კინოთეატრები და სპორტული ადგილები, ასევე შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

 

ბორის ჯონსონის განმარტებით, მთავრობა საშუალებას მისცემს ოჯახებსა და ახლო მეგობრებს, სოციალურ კონტაქტებთან დაკავშირებით არჩევანი თავად გააკეთონ, თუმცა მათ სამუშაო ადგილებზე, მაღაზიებსა და რესტორნებში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 

„ვისაც ჩავეხუტები, გარწმუნებთ, ამას სიფრთხილით და თავშეკავებით გავაკეთებ”, - განაცხადა ჯონსონმა.

 

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მე-4 ეტაპი 21 ივნისამდე არ ამოქმედდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ