დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

კორონავირუსის ინდურ შტამს სავარაუდოდ ანტისხეულები ვერ აჩერებს - ჯანმო 11.05.2021 16:34

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინდურ შტამს, სავარაუდოდ, ანტისხეულები ვერ აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვმა განაცხადა.

 

„სწორედ ამიტომ მივანიჭეთ ინდოეთში გავრცელებულ შტამს, ბი 1,1617-ს, კლასიფიკაცია „საგანგაშო“. თუმცა იმის მტკიცება, რომ ეს შტამი ვაქცინების მიმართ უფრო მეტად რეზისტენტულია, ჯერ ნაადრევია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი.

 

წინასწარი ცნობებით, შტამი ბი 1,617-ი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტები, რომლებიც ინდოეთში ცირკულირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ