20:22 11.05.2021
თუ ოპოზიციის დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ - ირაკლი კობახიძე

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

 

„თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, ამ არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ. შემიძლია, თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით, 65 პროცენტს ნიშნავს. შეგვიძლია, ეს თამამი განცხადებაა გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge