დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საკადრო წმენდა სამხარეო ადმინისტრაციებში - ლაშა გვასალია სამსახურიდან გაათავისუფლეს და მიზეზად გიორგი გახარიასთან მეგობრობა დაუსახელეს 11.05.2021 21:46

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მიზეზად მხარის გუბერნატორმა გიორგი გახარიასთან მეგობრობა და მასთან თანამშრომლობა დაუსახელა. ლაშა გვასალია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გვასალია დაკავებული თანამდებობიდან სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდა.

 

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა: ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ასევე ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა. განცხადებები გათავისუფლებაზე უკვე დაწერეს სენაკის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ, ფოთის მერის მოადგილეებმა პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ. უკვე ყოფილი საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერის მიზეზი მერების მოთხოვნები გახდა, რომლებმაც დავალება მმართველი პარტიისგან მიიღეს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ