დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ისრაელის არმიის განცხადებით, ის ღაზას სექტორში ბომბავს იარაღის საცავებს 12.05.2021 00:08

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორში ბომბავს იარაღის საცავებს. ამის შესახებ იტყობინება მისი ოფიციალური Twitter ანგარიში. ღაზას სექტორში მყოფ სამოქალაქო პირებს მოუწოდეს, არ მიუახლოვდნენ იარაღის საცავებს და მოძებნონ უსაფრთხო ადგილები. მანამდე პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად დასავლეთის რიგ ქვეყნებში, გამოაცხადა 130 რაკეტის გაშვების შესახებ ისრაელის თელ-ავივისა და მისი შემოგარენის მიმართულებით. შეტევა განახორციელა ალ-კასამის ბრიგადის ბოევიკურმა ფრთამ, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს. ქალაქში გამოცხადდა საჰაერო განგაში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ისრაელის ქალაქ რიშონ ლეზიონში ერთი გარდაცვლილის შესახებ. 10 მაისს ისრაელის არმიის ტანკებმა განახოციელეს შეტევა ჰამასის სამიზნეებზე, დაიღუპა ცხრა ადამიანი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ