დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დაველოდოთ, რა მითითებას მიიღებენ ნაც-ოპოზიცია და სააკაშვილი რუსეთიდან - ვაჟა შუბითიძე 12.05.2021 11:17

პოლიტტექნოლოგები ვერ იხსენებენ ფაქტს მსოფლიო პრაქტიკიდან, რომ პარტიას, რომელსაც არც სახელი აქვს (უნდოდათ "ერი"-ს დარქმევა, მაგრამ მირიან მირიანაშვილმა დაასწრო რამდენიმე თვით გახარიას და ვასაძესაც და თავის პარტიას "ერი" დაარქვა) და დაფუძნებულ-რეგისტრირებულიც არაა, ჰყავდეს უსახელო საპარლამენტო ფრაქცია და ასახელებდეს ამის მიუხედავად დედაქალაქის მერობის კანდიდატებს! ასეთია გახარიას ჯერარშობილი (6-ჯერ გადაიდო პრეზენტაცია და შეიძლება მიტინგების ჩავლის მერე მაინც დაფუძნდეს) პარტია, - აცხადებს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,  სტუ პროფესორი, - ვაჟა შუბითიძე.

 

მისი განცხადებით, უკვე 10 დღეა, რაც გოლეთიანს, მელიას და გახარიას პრესა და სოციალური ქსელები (ვიღაცის მითითების შემდეგ) გმირებად აღარ მოიხსენიებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნამოხვანის საწინააღმდეგო მიტინგს პრორუსული ძალები (გახარია, ვასაძე, ნაც-ოპოზიცია, ბურჯანაძე-ინაშვილი და ა.შ. სად გაქრა "დიდი " ბაჩუკი ქარდავა?) სათავისოდ ვეღარ გამოიყენებენ და მართლა აპოლიტიკური იქნება გარკვეული თვეების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

 

"გმირების საჭიროება იხსნება ამადაც. ნაც-რუსებს უნდოდათ, რომ მელია ამნისტიის აქტამდე და 15 მაისის მიტინგებამდე დაეტოვებინათ ციხეში დიდი მიტინგის ასაგორებლად, მაგრამ ევროკავშირმა გირაო გადაუხადა (ამის მიუხედავად 3 დღე შეაფერხეს გამოშვება მაინც) და ეს მცდელობაც ჩაეშალათ, ისევე,  როგორც მელიას გმირად გამოცხადება (ამიტომ ისინი ვასაძეზე მეტ ხალხს კი შეკრებენ, მაგრამ 5 ათას კაცზე მეტს სავარაუდოდ ვერა, ესენიც დასავლეთიდან უნდა ფულით ჩამოიყვანონ ძირითადად, თუ საერთოდ არ გადადეს ეს მიტინგი).

 

რუსები ვარაუდობდნენ, რომ გახარიას პარტია 15%-იან სეგმენტს დაიკავებდა შემოდგომის არჩევნებზე, მაგრამ გაუცრუვდათ ეს იმედი - გახარიას გმირობა და სამოქალაქო შემრიგებლობა აღარ გამოდის, მიტინგებს მის სასარგებლოდ ვერ იყენებენ, ძალიან დაიწია მისმა რეიტინგმა, ამიტომ მისგან 5-6%-ზე მეტს აღარ ელიან. ოცნებამ, რომლის ლიდერს ღარიბაშვილს ამერიკელები დროებით უჭერენ მხარს სტაბილიზაციის გამო და ნაცები-გახარია-ვასაძის გასანეიტრალებლად, არ უნდა მიიღოს 43%-ზე მეტი (ეს დასავლეთსაც აწყობს, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2022 წელს და არა ახლა, შემოდგომაზე, როგორც რუსებს უნდათ), ამიტომ,  რუსები გააცოცხლებენ დაძინებულ პარტიებს ბურჯანაძე-ინაშვილისას, ასევე ნაც-ოპოზიციიდან რამდენიმეს, რომლებმაც შეიძლება ცალკე იყარონ კენჭი, რომ პროცენტები აართვან ოცნებას.

 

ვინაიდან რუსებს აღარ გამოუდით მაისის გეგმები, ზაფხულში შეიძლება ისევ რევოლუციურ სცენარს დაუბრუნდნენ - ნაცები თუ შევლენ პარლამენტში - ამომრჩეველს კარგავენ, არ შევლენ - დაფინანსებას ვერ მიიღებენ ბიუჯეტიდან. დაველოდოთ, რა მითითებას მიიღებენ ნაც-ოპოზიცია და სააკაშვილი რუსეთიდან (იმედია პოზნერს აღარ მოავლენენ ამისათვის)..." - აცხახებს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ