12:47 12.05.2021
ორი ფაქტორია, რომლებიც ამჟამინდელ გართულებაზე ახდენენ გავლენას - ამირან სალუქვაძე ისრაელ - პალესტინაზე

ბევრი იწერება ახლა ისრაელ-ღაზას შესახებ.


ერთი მხრივ, მესმის შეთქმულების თეორიების. რა თქმა უნდა, ისრაელის სამხედრო მრეწველობას სჭირდება ერთი პატარა სადგისი..." - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"მეორე მხრივ, ასე მარტივადაც არაა, როგორც ბევრი წერს/ამბობს აქაურ, თუ რუსულენივან სივრცეში.


კი, ერთ დღეში ჩაყლაპავს ღაზას და პალესტინას ისრაელი, ოღონდ რატომ არ აკეთებს ამას, ამის გასაგებად ისრაელის, პალესტინის, ღაზას ბოლო ათწლეულების ისტორიის თუნდაც ზერელედ გადახედვაა საჭირო, თავისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რეზოლუციებით და გარე აქტორთა ინტერესებით. კარგი იქნება, ამ გადაკითხვისას, რუკებსაც თუ დახედავენ.


ორი ფაქტორია, რომლებიც ამჟამინდელ გართულებაზე ახდენენ გავლენას, ერთი იაერუსალიმის საკითხი და აქედან მომდინარე პროცესები, მეორეა არჩევნები ისრაელ-პალესტინაში.


ჰო, რაღამც ისრაელს შევეხე, ერთ თემასაც მივაწერ... პროპორციული, დაბალბარიერიანი საარჩევნო სისტემის მოყვარულთათვის. ნეთანიაჰუმ ისევ ვერ შესძლო სამთავრობო კოალიციის შექმნა. ბოლო 2 წელში უკვე მეხუთედ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ისრაელის პოლიტიკური კულტურა იტანს ამ რყევებს. ჩვენ ავიტანთ?!" - წერს სალუქვაძე.

 

შეგახსენებთ, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge