16:01 12.05.2021
"სააკაშვილი სტრასბურგში უჩივის საქართველოს და ამბობს, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი"

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მოკლა გირგვლიანი, შემდეგ მკვლელობის შემსრულებლები შეიწყალა!

სასტიკად სცემა ვალერი გელაშვილი, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა!


გაფლანგა ხალხის ფული, მილიონობით ლარი საკუთარი სიამოვნებისთვის!

სასტიკად დაარბია აქციები, მოკლა დემონსტრანტები და ციხე გაავსო პატიმრებით. შემდეგ ამ ციხეში პატიმრებს სასტიკად აწამებდა!


2008 წლის ომის დროს უპატრონოდ მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცების გვამები!

კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველიდან საკუთარ დაცვას გაქცეული და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი!


ამ ყველაფრის შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში უჩივის საქართველოს და ამბობს, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი!

ჩვენ, ქართველი ხალხი დავბრმავდით? მოკლე მეხსიერება გვაქვს? ძალიან მალე მიიღებთ საკადრის პასუხს!"- წერს ის.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge