22:17 12.05.2021
ტუღუშისდროინდელი და ლომჯარიასდროინდელი ომბუდსმენის ოფისი იყო და რჩება ძვირადღირებულ ნაცების კანტორად - დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილის პოსტი:
ყოფილმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა, 2012 წლის აპრილში თავისი ანგარიშის წარდგენისას განმარტა, რომ სახალხო დამცველის მანდატში პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა არ შედის. ეს განმარტება გიორგი ტუღუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი პოლიტპატიმრებზე საუბარს თავს შეგნებულად არიდებს. „სახალხო დამცველის აპარატი ვერ იქნება ის უწყება, რომელიც ვინმეს კონკრეტულ სტატუსს დაუდგენს, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის პატიმარი. ეს არ შედის სახალხო დამცველის მანდატში, ეს ფუნქცია სახალხო დამცველს არ გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ კი, დაიკიდა რა ტუღუშიც და სახალხო დამცველის ტუღუშისეული მანდატის განმარტებაც, 2020 წლის მარტში ხმამაღლად განაცხადა: "პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ". ამ თავისი მოწოდებით მან ფაქტიურად ხელი მოაწერა იმ აღიარებას - რომ ტუღუშისდროინდელი და ლომჯარიასდროინდელი ომბუდსმენის ოფისი იყო და რჩება გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე არსებული ძვირადღირებული ნაცების კანტორა.
მაშ რომელი მათგანი არ არის აზრზე, თუ რა შედის, ან რა არ შედის მათი კანტორის მანდატში? საქმეც იმაშია, რომ ორივე აზრზეა - შედის ყველაფერი, რაც ორკესტრირებული ნაცების მრავალრიცხოვან კოლექტიურ ინტერესებში შედის, გინდ შოკოლადს ზღრენი დაარქვან და გინდ ზღრენს შოკოლადი, მათთვის სასარგებლო ვითარებიდან გამომდინარე. ამაზრზენები ხართ და ტკებით ჩვენი გაუგებარი უსუსურობით - ეგაა უბედურება...



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge